ცუდი სიგნალი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის - გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

01.04.21 02:29
ცუდი სიგნალი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის - გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე

ცუდი სიგნალი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის, - ასე შეაფასა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებები. ლანდსბერგისი იმედგაცრუებას გამოხატავს და მხარეებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს. 

საქართველოში მედაციისთვის მადლობელი ვარ კრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მისიის. იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებს და პარტნიორებს. საჭიროა, ღრმად დაფიქრების პერიოდი, - აცხადებს ლანდსბერგისი.