ვაპირებთ მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ - ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს

01.04.21 02:33
ვაპირებთ მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ - ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიცია ქუჩის საპროტესტო აქციებს აანონსებს. პირველი მასშტაბური აქცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე გაიმართება. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები არც ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებების მაგიდას ტოვებენ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია 15 მაისის აქციისთვის მოქალაქეების მაქსიმალურ მობილიზაციას გამოცხადებს. მისი თქმით, მუშაობა გაგრძელდება საერთაშორისო პარტნიორებთანაც. 

ორი მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. ერთი, ეს არის 15 მაისს დაგეგმილი აქცია და ამ აქციისთვის ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვაცხადოთ მაქსიმალური მობილიზაცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ გვსურს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გაიგოს ივანიშვილმა, როგორც ჩანს, მას სჭირდება სწორედ აქ, რუსთაველის გამზირზე ამ გზავნილის გაგონება. მეორე, ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ ძალიან კარგად გაიგჰონ, რატომ ვერ შედგა გუშინ შეთანხმება, - ამბობს სამადაშვილი.

„ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკების და ამ პროცესში საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობის რესურსი ამოწურული არ არის.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკების და საერთაშორისო მექანიზმების ამ პროცესში ჩართულობის რესურსი ამოწურულია, პირიქით, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ბერკეტები ამოქმედდებ, თუმცა ამის პარალელურად, ჩვენ, ცხადია, რომ გავაგრძელებთ და კიდევ უფრო ინტენსიურს გავხდით მუშაობას ქვეყნის შიგნით, - ამბობს ნაცვლიშვილი.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უფრო მკაფიო გზავნილების აუცილებლობაზე საუბრობს „გირჩი - მეტი თავისფულების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, მათ „ქართული ოცნების“ მიმართ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინონ.

რასაც ვუყურებ, ჩვენი დასავლელი მეგობრების განწყობებს, მე ვერ ვხედავ იმის პატარა შანსსაც კი, რომ ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე. პროტესტი გაგრძელდება, მუშაობა გაგრძელდება საგარეო ფრონტზეც. მთავარია, რაც არის შესაცვლელი ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან არის ის, რომ მათი გზავნილების შინაარსი უნდა შეიცვალოს. ეს აღარ უნდა იყოს გზავნილები ორივე მხარის მოწოდებაზე და ორივე მხარის კომრომისებზე და ა.შ., იმიტომ, რომ ეს ბლარავს სიმართლეს, -ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

როგორ ჩანს, მედიაციის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის. კრისტიან დანიელსონმა ქვეყნიდან წასვლამდე დააანონსა, რომ ჩაშლილ მოლაპარეკებებთან და მის მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაციას შარლ მიშელს მიაწვდის, რის შემდეგაც უკვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გეგმას დაელოდება. 
 

მსგავსი სიახლეები