სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს, რომ ეს ფურცელი გადაფურცლოს - დანიელსონი

01.04.21 02:37
 სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს, რომ ეს ფურცელი გადაფურცლოს - დანიელსონი

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა განცხადება გააკეთა. დანიელსონის თქმით, ისეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოშია, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას მაინც მოახერხებს. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე, აღნიშნა, რომ მედიამ პროცესების გაშუქების მაღალი სტანდარტი გამოავლინა.

სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ არცერთმა პარტიამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. მედიამ შინარჩუნა პროცესის გაშუქების  მაღალი დონე, რამაც პოლიტიკურ ლიდერები ანგარიშვალდებულები გახადა. ბრიუსელში მე მათ ამ დარწმუნებას გავაცნობ, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოშია, ერთ დღეს მოახერხებს, რომ ეს ფურცელი გადაფურცლოს და წინ წავიდეს ამბიციური მომავლისკენ,- განაცხადა დანიელსონმა. 
 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის  ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონმა საქართველო დღეს გამთენიისას დატოვა.