ის, რაც „ოცნების“ მხრიდან კეთდება, აშშ-ს სახდეპის ანგარიშთან სრულ სინქრონშია - სერგეენკო

01.04.21 02:42
ის, რაც „ოცნების“ მხრიდან კეთდება, აშშ-ს სახდეპის ანგარიშთან სრულ სინქრონშია - სერგეენკო

საქართველოს შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა უწმვავეს ანგარიშს „ქართულ ოცნებაში“ გამოეხმაურნენ. ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ ანგარიშშია ნახსენები, მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. მმართველი გუნდის წევრის, დავით სერგეენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები აშშ-სსახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან სრულ სინქრონშია.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინ გავრცელებულ ანგარიშში ძალიან ცალსახად ეწერა ერთ-ერთი საკვანძო საკითხი,  ვადამდელი არჩევნები, რომ  საქართველოში 2020 წელს ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, რომელმაც ასახა საქართველოს მოსახლეობის ნება. რაც შეეხება პრობლემებს, როგორიც არის მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის, პოლიტპატიმრების, ამაზე უკვე დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გარდა პოლიტპატიმრების საკითხისა, ასე, რომ ის, რაც კეთდება ძალიან სინქორნშია აშშ-სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან, - ამბობს დავით სერგეენკო.

„ქართული ოცნების“ წევრები ანგარიშის კრიტიკულ ნაწილს უგულებელყოფენ და ამბობენ, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს ინფორმაცია არასწორად აქვს მიწოდებული. 

ამ ანგარიშში ფაქტები უკანა დროით არის ასახული, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი აშშ-ს სენატიდან საკომიტეტო მოსმენის დროს გამოთქმული პოზიციები, რომელიც არის ყურადსაღები და გასათვალისწინებული. ვფიქრობ, გამოსავალი არის ის, რომ როდესაც თქვენ საუბრობთ ანგარიშზე, ეს შეიძლება იყოს განპირორებული, რომ ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს აშშ-ში, ჰქონდათ ან ცალმხრივად, ან არასრულყოფილად, - ამბობს მმართველი გუნდის წევრი, ალუდა ღუდუშაური.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ ვრცელ და უმძიმეს ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა ანგარიშში საუბარი პოლიტპატიმრებს, სასამართლო კლანს, მედიის დევნას და გამოუიებელ საქმეებს ეხება.