თუ მოგების თავი აქვთ, რატომ არ ნიშნავენ ვადამდელ არჩევნებს - აკაკი მინაშვილ

30.03.21 02:46
თუ მოგების თავი აქვთ, რატომ არ ნიშნავენ ვადამდელ არჩევნებს - აკაკი მინაშვილ

,,ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი, ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ვადამდელი არჩევნები აუცილებელი პირობაა და თუ ,,ოცნებას“ გამარჯვების სჯერა, ამ პირობას უნდა დათანხმდეს.


დღეს ვუსმინე კობახიძეს, ოპოზიცია არჩევნებს წააგებსო და თუ ,,ოცნებას“ ამის სჯერა, დანიშნონ არჩევნები - ამბობს აკაკი მინაშვილი.


,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს განაცხადა, რომ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებსაც წააგებს, რიგგარეშესაც და პლებისციტსაც, მაგრამ რიგგარეშე არჩევნებს ხელისუფლება მაინც არ დანიშნავს და ეს არის მოცემულობა. 
 

მსგავსი სიახლეები