რაგბის კავშირი თავის ,,ოცნების“ წევრიანად სახელმწიფო დეპარტამენტად გადაიქცა - სიმონ მაისურაძე

31.03.21 02:50
რაგბის კავშირი თავის ,,ოცნების“ წევრიანად სახელმწიფო დეპარტამენტად გადაიქცა - სიმონ მაისურაძე

რაგბის კავშირის გამგეობის წევრები ,,ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები და მმართველი პარტიის ახლო გარემოცვის წევრები  იქნებიან. გივი ჭიჭინაძე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ,,ოცნების“თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მამა კი გამგეობის წევრი იქნება. 15 კაციანი სია მორაგბეებს კავშირის პრეზიდენტმა და ბიძინა ივანიშვილის პირადმა მშენებელმა, სოსო ტყემელაძემ წარუდგინა. ვეტერანი მორაგბე, სიმონ მაისურაძე, აღნიშნავს, რომ ხდება სპორტის ამ სახეობის პოლიტიზირება.


სამწუხაროდ, ახდა ჩვენი პროგნოზები, გივი ჭიჭინაძეა  გამგეობის თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც ახორციელებდა წნეხს გუნდებზე, რაგბის კავშირი თავის ,,ოცნების“ გამგეობის წევრებიანად გადაიქცა სახელმწიფოს ერთ-ერთ დეპარტამენტად, მთლიანად გაპოლიტიზირდა, არის სახელმწიფოს დეპარტამენტი,  ან მმართველი პარტიიდან არიან გამგეობის წევრები, ან ტყემალაძის ოჯახის წევრები -   ამბობს ვეტერანი მორაგბე, სიმონ მაისურაძე.


რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ერთი თვის წინ ხელმეორედ გაიმართა და მასში გაიმარჯვა სოსო ტყემალაძემ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.