თუ კახიშვილის ლოგიკას მივყვებით, მაშინ კანონმა ისიც დაარეგულიროს, ვინ არის თერძი - გიგი უგულავა

31.03.21 03:05
თუ კახიშვილის ლოგიკას მივყვებით, მაშინ კანონმა ისიც დაარეგულიროს, ვინ არის თერძი - გიგი უგულავა

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, გიგი უგულავას, მიაჩნია, რომ თუ კახა კახიშვილის ინიციატივას მივყვებით, მაშინ საქართველოში მოქმედი ყველა პროფესიის ფორმულირების განსაზღვრა იქნება საჭირო.


ვინ არის ჟურნალისტი, შეკითხვა თუ ლეგიტიმურია, ვინ არის, მაშინ, კალატოზი? ვინ არის, მაგალითად, თერძი? ყველაფერს თუ რეგულაცია სჭირდება, მივყვებით მაშინ რეგულაციას. ეგრე არის, როდესაც შენ შეგეხება, შეიძლება თვლიდე, რომ უსამართლოდ, მე არ ვიცი, რამ აღაშფოთა ასე ბატონი კახიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი შენ შეგეხება, იმ წამსვე იწყებ რეგულაციებს, მოხრჩობას. ხომ ფაქტია, რომ მის წარმოდგენაში რეგულაცია არის მოხრჩობა", — განაცხადა გიგი უგულავამ.


,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა, საპარლამენტო სესიაზე დღეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ჟურნალისტის, როგორც პროფესიის, ფორმულირება.