ნუ ეცდებით, ისე გამოიყვანოთ, რომ ვაშინგტონის გზავნილი ხელისუფლების გაფრთხილებაა - მიხეილ სარჯველაძე

30.03.21 04:51
ნუ ეცდებით, ისე გამოიყვანოთ, რომ ვაშინგტონის გზავნილი ხელისუფლების გაფრთხილებაა - მიხეილ სარჯველაძე

,,ქართული ოცნების“ წევრი, მიხეილ სარჯველაძე, ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ ჰაშინის, მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სარჯველაძეს მიაჩნია, რომ ამერიკელმა სენატორებმა გზავნილები არა საქართველოს  ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მისამართით გააკეთეს.

 ნუ ეცდებით , ისე გამოიყვანოთ, რომ ეს გზავნილი არის ხელისუფლების გაფრთხილება, განცხადება. ეს ასე არ არის . შეშფოთების საგანი ნამდვილად არის, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ოპოზიციის ქმედება, რომელიც არ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში. - აღნიშნავს მიხეილ სარჯველაძე.


ამერიკელმა სენატორებმა, ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, დღეს ,,ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ,საქართველოში პრობლემები უნდა მოგვარდეს და ჩატარდეს არჩევნები, რომელსაც ქართველი ხალხი ენდობა.