არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გაექცა - ანრი ოხანაშვილი

01.04.21 05:51
არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გაექცა - ანრი ოხანაშვილი

,,ქართული ოცნების" წევრი, ანრი ოხანაშვილი, ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა. ოხანაშვილი აღნიშნავს, მაჭავარიანის ეს გადაწყვეტილება მან ცოტა ხნის წინ გაიგო და უნდა დაუშვას, რომ ვიღაცა პასუხისმგებლობას გაექცა.

არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. არ მგონია, რომ ვინმე პასუხისმგებლობას გაურბის, ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული, გვაქვს გამოწვევები, არის პანდემია, ბევრი უნდა ვიმუშავოთ, საზოგადოებას ტვირთი შევუმსუბუქოთ. არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე პასუხისმგებლობას გაექცა - განუცხადა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტი დღეს დატოვა.