პროტესტმა შედეგი გამოიღო - პუტინის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერმა, პოზნერმა, საქართველო დატოვა

01.04.21 11:34
პროტესტმა შედეგი გამოიღო - პუტინის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერმა, პოზნერმა, საქართველო დატოვა

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტმა შედეგი გამოიღო - პუტინის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერებმა, რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართველო დატოვეს.

41 ადამიანი გამთენიისას ჯერ პოლიციის ესკორტით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიიყვანეს, შემდეგ კი ქვეყანა დაატოვებინეს. 

საქართველოს ოკუპაციის მხარდამჭერები ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოუშვა და კომენდანტის საათის დარღვევის უფლება მისცა. 

დისკომფორტი ღამის ქეიფს ოკუპირებულ საქართველოში მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებმა შეუქმნეს, ისინი პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია გაიმართა როგორც "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პოზნერმა მეგობრებთან ერთად ივახშმა. 

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. 

რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტი ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია. მას ეკუთვნის განცხადება, რომ "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 

მსგავსი სიახლეები