კრემლის იდეოლოგის ჩაშლილი დაბადების დღე - პოზნერის მასპინძელი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი იყო

01.04.21 12:07
კრემლის იდეოლოგის ჩაშლილი დაბადების დღე - პოზნერის მასპინძელი რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი იყო

საოკუპაციო პოლიტიკოს მხარდამჭერების ჩაშლილი ქეიფი - რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების მასპინძელი რუსეთში მოღვაწე მომღერალი, მირანდა მირიანაშვილის ოჯახი იყო.

"პირველების" ინფორმაციით, პოზნერს პომპეზური წვეულება დღეს წავკისში უნდა გაემართა, თუმცა დაგეგმილი ქეიფი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შედეგად არ შედგა. 

საქართველოს ოკუპაციის მხარდამჭერები ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოუშვა და კომენდანტის საათის დარღვევის უფლება მისცა.  დისკომფორტი ღამის ქეიფს ოკუპირებულ საქართველოში მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტებმა შეუქმნეს, ისინი პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია გაიმართა როგორც "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც პოზნერმა მეგობრებთან ერთად ივახშმა.  ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.