პუტინის მხარდამჭერ რუს ჟურნალისტებს ,,ოცნების" აქტიურმა შემომწირველმა უმასპინძლა - ბესო დონაძე

01.04.21 12:09
პუტინის მხარდამჭერ რუს ჟურნალისტებს ,,ოცნების" აქტიურმა შემომწირველმა უმასპინძლა - ბესო დონაძე

რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს, და პუტინის მხარდამჭერ 41 კაციან დელეგაციას გუშინ რესტორან ,,ვინ ოტელში" უმასპინძლეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპაციის მხარდამჭრების გამო კანონი დარღვია სასტუმრო ,,ვინ ოტელმა" რომელმაც  მთავრობის დადგენილების მიუხედავად, ღამით რესტრონაში სუფა გაშალა და დახურული ღონისძიება მოაწყო. ოფიციალურად ეს რესტორანი დააჯარიმეს, თუმცა საინტერესოა მისი მფლობელი, ის ,,ქართული ოცნების" წევრი და შემომწირველი ბენო ქაშკაშვილია, რომელსაც კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი ბიუჯეტის ფულით სხვადასხვა ადამიანებისთვის სუფრის გაშლას ხშირად უკვეთავს და ჯამში ნახევრ მილიონზე მეტი აქვს მიცემული.

ბენო ქაშაკაშვილი 2016 წელს იყო ,,ოცნების" საარჩევნო სიაში 53 ნომრად, მაგრამ თავად თქვა უარი შემდგომში. ირკვევა, რომ ნახევარი მილიონი ლარი საქართველო მთავრობას გამარტივებული შესყიდვის წესით აქვს გადახდილი მისი რესტორნისთვის. ბოლო პერიოდში ,,ვინ ოტელის" მომსახურებით ეკონომიკის სამინისტროც სარგებლობდა. როგორც დოკუმენტით ირკვევა, ათასობით ლარი აქვთ გადახდილი ისე, რომ მიზნონრივობა არ არის მითითებული. ბენო ქაშაკაშვილი არის ,,ქართული ოცნების" აქტიური შემომწირველი, მას 170 ათასი ლარი აქვს შეწირული საარჩევნო პერიოდში. კორუფციის მკვლევარები ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებას პოზნერის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და სპეციალურად გაუშვეს აღნიშნულ რესტორანში.

 ქაშაკაშვილი არის ,,ოცნების" მსხვილი შემომწირველი, მის რესტორანს ხშირად სტუმრობენ ,,ოცნების" წარმომადგენლები, 500 ათასი ლარზე მეტი აქვს გამარტივებული წესით, ერთ პირთა მოლაპარაკებით  მიღებული, ეს კაცი ფულის გულისთვის ყველაფერს იკადრებს და შემდეგ ეს ფული მიაქვს ,,ქართულ,ოცნებაში", ხელისუფლებაც შესაბამისად უფასებს. - ამბობს კორუფციის მკვლევარი და , ევროპული საქართველოს" წევრი,  ბესო დონაძე.

 

ბენო ქაშაკაშვილი არა მარტო აქტიური შემომწირველია, არამედ, დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის ,,თანაინვესტირების ფონდთან".