"ფსევდო პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია"- მდინარაძე აქციაზე

01.04.21 13:52
"ფსევდო პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია"- მდინარაძე აქციაზე

"ქართული ოცნების" წევრი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გამო ჩატარებულ აქციას "ფსევდო პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერიას" უწოდებს. 

დეპუტატის მტკიცებით, "ნაცაქტივისტებს პოზნერი არ ადარდებთ".

მდინარაძის თქმით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის არშემოშვებაზე, თუმცა მანამდე ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის შემოშვებაზეც უნდა ვიმსჯელოთ:

"ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა, ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად "ნაცმოძრაობის" მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში"- აცხადებს მდინარაძე.