"სირცხვილია" - ჟიგიმანტასი მდინარაძეს

01.04.21 14:11
"სირცხვილია" - ჟიგიმანტასი მდინარაძეს

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძე პასუხობს.

დიპლომატი მდინარაძის დღეს გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს: 

"სირცხვილი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვიყავი საგარეო საქმეთა მოადგილე და მე ვიყავი პასუხისმგებელი საქართველოს დახმარებაზე, რათა გამკლავებოდა იმ შემაშფოთებელ აგრესიას. ამ რთულ პერიოდში, მას შემდეგ მე ყოველდღე ვიბრძვი მთელს რეგიონში რუსული აგრესიის წინააღმდეგ" - წერს ჟიგიმანტასი. 

მამუკა მდინარაძმ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის არშემოშვებაზე, თუმცა მანამდე ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის შემოშვებაზეც უნდა ვიმსჯელოთ.