კომენდანტის საათის დროს ვახშამი იყო არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის უკიდურესი თავხედობა - გია ხუხაშვილი

01.04.21 14:17
კომენდანტის საათის დროს ვახშამი იყო არა იმდენად პოზნერის, არამედ მასპინძლის უკიდურესი თავხედობა - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ხუხაშვილი წერს, რომ რუსული დელეგაციის ჩამოსვლა და კომენდანტის საათის დროს ქეიფი იყო თავხედობა და სიბრიყვე.


  -  ვახშამზე წასვლა კომენდანტის საათის დროს იყო უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაცია, არა იმდენად პოზნერის, არამედ:
მასპინძელი სუბიექტის მხრიდან, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და შეათანხმა მთელი მარშრუტი კომენდანტის საათის პირობებში.
სასტუმროს მხრიდან, რომელმაც ამაზე “ხელი მოაწერა”.
რესტორნის მხრიდან, რომლის ადმინისტრაცია და მთელი პერსონალი აგრეთვე მოქმედებდა კანონს მიღმა.
პოლიციისგან, რომელიც კანონით დაკისრებულ მოვალეობას უკუღმა ასრულებდა სავარაუდოდ ზეპირი ბრძანების საფუძველზე - წერს გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ხელისუფლების სისტემურ პრობლემასთან.

 - საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რომელშიც ვლინდება ხელისუფლების მხრიდან არაფორმალური ინტერეს-ჯგუფების კანონზე მაღლა მოქმედებების აღიარება, ანუ ინსტიტუციური კრიზისი.
P.S. თუ ოკუპაციის შესახებ კანონიც დარღვეულია, მაშინ კიდევ უფრო მძიმედ გვაქვს საქმე - წერს გია ხუხაშვილი.

ვლადიმერ პოზნერი 41 კაციან დელეგაციასთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია. რუს ჟურნალისტი თავის 87 წლიან იუბილის საქართველოსი გადახდას აპირებდა. მისი ვიზიტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.