გამოწერილია 03:31-სთ-ზე, ხელმოწერა არ არის - გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ პოზნერი დააჯარიმა

01.04.21 15:28
გამოწერილია 03:31-სთ-ზე, ხელმოწერა არ არის - გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ პოზნერი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ  რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი დააჯარიმეს. უწყებამ ჯარიმის ქვითარი გამოაქვეყნა, სდადაც თავად პოზნერის ხელმოწერა დაფიქსირებული არ არის. 

ქვითარი კი 03:31 საათზეა გამოწერილი, მაშინ როცა კომენდანტის საათი უკვე დარღვეულია, საპროტესტო აქცია კი რამდენიმე საათის დაწყებული. 

"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა". - წერია შს სამინისტროს განცხადებაში. 

თავის მხრივ პოზნერი ამბობს, რომ თბილისში არც ის და არც მისი მეგობრები არავის დაუჯარიმებია. 

მსგავსი სიახლეები