ტვ პირველის ექსკლუზივი - პოზნერის და მისი დელეგაციის შიდა გადაადგილება კომპანია "სქაი თრეველმა" უზრუნველყო

01.04.21 15:32
ტვ პირველის ექსკლუზივი - პოზნერის და მისი დელეგაციის შიდა გადაადგილება კომპანია "სქაი თრეველმა" უზრუნველყო

მოსკოვიდან ჩამოსული 41 კაციანი დელეგაციის შიდა გადაადგილება ტურისტულმა კომპანიამ  „სქაი თრეველმა“ უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანიის დამფუძნებელი ადასტურებს, თუცა ამბობს, რომ სასტუმრო „სტამბაში“ ნომერი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, მოსკოველი გავლენიანი ბიზნესმენისთვის, ალექსანდრ რაფინისთვის დაჯავშნა. მისი განმარტებით, რაფინი მისი მეგობარია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე დაუკავშირდა და სასტუმროს ნომრის დაჯავშნა სთხოვა. 

რევაზ უთურგაური ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რაფინს და მის მეუღლეს დახვდა და სტუმრები სასტუმროში მიიყვანა. 

ერთი კვირის წინ დამირეკა ჩემმა ძალიან, ძალიან ძველმა მეგობარმა საშა რაფინმა და მითხრა, რომ ჩამოვდივარ საქართველოში, სხვათა შორის, ხშირად ჩამოდის, არის ერთი დაბადების დღე, მე ვარ დაპატიჟებული, არის ჯგუფი რაღაცა 40 კაცი, იქნებიან ,,რუმსში". არ მინდა იქ ყოფნა და გამიკეთე ცალკე სასტუმრო, მაგრამ ახლოს და თუ შეგიძლია, ჩამოდი აეროპორტში და წამიყვანე შენ პირადად. მე ვუთხარი, რა პრობლემაა. ეს ყველაფერი გავაკეთე და დავჯექი სიპში. გამოვიდა ჩემი მეგობარი საშა თავის ცოლით, ველოდებით ბარგს, გამოვიდა ეს ვლადიმერ პოზნერი და ჯგუფის ნაწილი. ავიღეთ ბარგი და წავედით სასტუმროში. ჩავაბარე ჩემი მეგობარი სასტუმროში და წავედი სახლში. არც რევაზ უთურგაურს, როგორც ფიზიკურ პირს, არც კომპანია „სქაი თრეველს“, არცერთ ქართულ ტურისტულ სააგენტოს, ვიცი ორასი პროცენტით, არანაირი კავშირი ამ კაცთან და ამ პროექტთან არ ჰქონია, - ამბობს უთურგაური.