საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირს აშფოთებს - შარლ მიშელი

01.03.21 12:27
საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირს აშფოთებს - შარლ მიშელი

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირს აშფოთებს, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან ხანგრძლივი აუდინეციის შემდეგ. შარლ მიშელმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისის გასანეიტრალებლად პასუხისმეგბლიანი ქმედებებისკენ მოუწოდა და დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა. მიშელმა ევროკავშრთან ურთიერთბის გასამყარებლად სასამართლიანი სასამართლო სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს, რა თქმა უნდა, აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირის მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს განეიტრალება სიტუაციის. მოვუწოდებ პასუხისმგებელი მოქმედებისკენ პოლიტიკურ მხარეებს, ოპოზიციას და მთავრობას. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატებები საჭიროებს აუცილებლად ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს, კონსოლიდირება მოახდინოს ამ დემოკრატიული ბაზების არა მხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ ადამიანების სურვილები განხიორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, სასამართლო სისტემით, დამოუკიდებელი და პერფორმანტული  სასამართლო სისტემით, რომ გამყარდეს უერთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს  პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით შეხვედრებს მართავს.  ათონელის რეზიდენციაში აუდიენცია დაგეგმილზე 40 წუთით მეტხანს გაგრძელდა.საუბრის თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იყო.