პოზნერის ინციდენტი შეაფასა, როგორც დეგრადირებულთა ქმედება - ღარიბაშვილს კარასინიც აქებს

01.04.21 17:36
პოზნერის ინციდენტი შეაფასა, როგორც დეგრადირებულთა ქმედება  -  ღარიბაშვილს კარასინიც აქებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი კარასინმა, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ პროტესტს "სააკაშვილის მიერ დაგეგმილი ანტირუსული პროვოკაცია" უწოდა.


ეს იყო დაგეგმილი ანტირუსული პროვოაკაცია, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს ხელს შეუშლის. ამ სამარცხვინო ისტორიამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა  სააკაშვილის რადიკალური პარტიისა და ხელისუფლების დაპირისპირება, ეს იყო ადამიანური ურთიერთობის ელემენტარული ეთიკის დარღვევა და ხეპრული საქციელი - განაცხადა კარასინმა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არნისნულ ფაქტთან დაკავშირებით სწორი პოზიცია დაიკავა.


საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა უკვე შეაფასა ეს ინციდენტი. მის განცხადებაში რადიკალები მოხსენიებული არიან, როგორც დეგრადირებული ჯგუფი, რომელთანაც დიალოგის წარმართვა შეუძლებელია - აღნიშნა კარასინმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოს თავისი იუბილის აღსანიშნავად 41 კაციანი დელეგაციით ეწვია. საქართველოს მოსახლეობამ კრემლის ერთ-ერთი იდეოლოგის ვიზიტი გააპროტესტა, პოზნერი იზულებული გახდა, საქართველო პოლიციის დაცვის თანხლებით დაეტოვებინა. საქართველოს პრემიერმა რარიბაშვილმა აღნიშნულ პროტესტს დეგრადირებულ ძალთა ქმედება უწოდა.