ხვალიდან უმრავლესობის დეპუტატებს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები შეექმნებათ-ლევან ხაბეიშვილი

01.03.21 12:36
 ხვალიდან უმრავლესობის დეპუტატებს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები შეექმნებათ-ლევან ხაბეიშვილი

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან პარლამენტის პიკეტირებას იწყებენ, პარლამენტთან გადაიკეტება საავტომობილო გზა და დეპუტატებს მოუწევთ, ფეხით შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი: ,,იქ არავინ ძალადობას არ აპირებს. დეპუტატებს სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწევთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ თავისუფლად გადაადგილება და დაბურულშუშებიანი მანქანებით პარლამენტში შესვლა ხვალიდან არ გამოვა. მათ უნდა გაიგონ ხალხის ხმა."