„ამ ამინდში ძაღლს არ გააგდებდა ქუჩაში კაცი“ - დედა სოსანა მონასტერში არ შეუშვეს

02.03.21 22:20
„ამ ამინდში ძაღლს არ გააგდებდა ქუჩაში კაცი“ -  დედა სოსანა  მონასტერში არ შეუშვეს

მარტვილის ეპარქიის მონაზონი, დედა სოსანა, მეუფე სტეფანეს ბრძანებით, დედათა მონასტერში არ შეუშვეს. დედა სოსანა მარტვილში თბილისიდან  საღამოს 9 საათზე დაბრუნდა, მონასტრის კარი მას არ გაუღეს და განუმარტეს,  რომ მონასტერში მეუფე სტეფანეს კურთხევით არ უშვებენ. 

დედა სოსანა ტვ პირველთან ამბობს, რომ თბილისში საპატრიარქოს წინ აქციაზე იმყოფებოდა, რაც შეთანხმებული ჰქონდა მონასტრის ახალ წინამძღვართან.

მე დილით ვთხოვე წინამძღვარს, რომ მივდიოდი თბილისში, წინააღმდეგობა არ გაუწევია, ვუთხარი დავბრუნდები კომენდანტამდე და ჭიშკარი არ დამიკეტო. 10 წუთი აკლდა 9 საათს, როცა ჩამოვედი და ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა, დავრეკე და მეუფე სტეფანეს კურთხევაა, რომ მოანსტერში არ შემოგიშვათ, მე მეტი წასასვლელი არ მაქვს, ამ ამინდში ძაღლს არ გააგდებდა ქუჩაში კაცი, ადამიანობაზე აღარ მაქვს საუბარი, - ამბობს დედა სოსანა. 

შეგახსენებთ, რომ დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენეს და მეუფე სტეფანემ  ზიარების უფლება აუკრძალა.