ეს არის რუსეთის რიტორიკა - სამოქალაქო აქტივისტები კვირიკაშვილის განცხადებაზე

02.04.21 12:27
ეს არის რუსეთის რიტორიკა - სამოქალაქო აქტივისტები კვირიკაშვილის განცხადებაზე

სამოქალაქო აქტივისტები ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას აკრიტიკებენ. კვირიკაშვილმა პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ სამოქალაქო აქტვისტების პროტესტის ფორმა დაიწუნა და თქვა, რომ მსგავსი აქციები ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს დააზიანებს. 

კვირიკაშვილის ეს რიტორიკა არის საშუალოსტატისტიკური "ქართული ოცნების" ყოფილი ან მოქმედი მაღალჩინოსნის რიტორიკა, ვინაიდან მათი მოსვლის დღიდან  რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა ყოველთვის გადიოდა ადამიანის ემოციებზე თამაშზე როგორიც არის თუ რუსეთთან კარგი ურთიერთობა არ გვექნება ღვინოს ვერ გავიტანთ, თქვენ ჯიბეზე აისახება და ა.შ. მსგავსმა მესიჯბოქსმა გამოიწვია ის რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გახდა უფრო დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ოდესმე ყოფილა - ნიკა ფარულავა. 

საქართველოს ეკონომიკას პრობლემებს უქმნის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები,  ის თუ როგორ ებრძვის კორონავირუსს მთავრობა, მაგრამ ამის შესახებ მისი განცხადება არ მაქვს ნანახი, ყევლა ადამიანი, რომელიც ცდილობს ეს საქციელი გაამართლოს, არის უთავმოყვარეო ისევე როგორც კვირიკაშვილს და ეს უკვე არაერთხელ ვნახეთ - ამბობს მარიამ გეგუჩაძე. 

"ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ნარატივს ატარებს.  

ყოფილი პრემიერის განცხადება ცხადყოფს, რომ "ოცნება " არის ჩარჩენილი არგაღიზიანების პოლიტიკაში, რუსეთის გავლენის ქვეშ, ჩვენი ხელსიუფლება ატარებს და არის მოქცეული რუსეთის ნარატივის ქვეშ- ამბობს დავით ქაცარავა.