"მხოლოდ ფოტო გადაიღო, არველაძეები გამოიყენა პიარისთვის" - გახარიას ვიზიტი სამეგრელოში

02.04.21 11:18
"მხოლოდ ფოტო გადაიღო, არველაძეები გამოიყენა პიარისთვის" - გახარიას ვიზიტი სამეგრელოში

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რეგონიებში სტუმრობს განაგრძობს. ყოფილმა პრემიერმა სამეგრელოდან გურიაში გადაინაცვლა და ძმები არველაძეების მოცვის ბაღები მოინახულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გახარია  ძმებ არველაძეებთან თავისი ინიციატივით მივიდა ფოტოების გადასაღებად. 

ადგილობრივი ოპოზიციის წევრების თქმით, გახარია შეხვდა ოზურგეთის მერის გარემოცვას და არ არის გამორიცხული კონსტანტინე შარაშენიძე მალე გახარიას გუნდს შეუერთდეს. 

მან გამოიყენა არველაძეები პიარისთვის, რომ მას ცნობილი სახეები უჭერენ მხარს და დემონსტრაციულად ნაკვეთის დაათვალიერა, სადაც პიარისთვის იყო მნიშვნელოვანი იქ მსივლა. გუშინდელი ვიზიტისას, ოზურგეთის მერთნ დაახლოებული პირები შეხვდნენ და არ არის გამორიცხული ოზურგეთის მერიც შეუერთდეს გახარიას გუნდს - ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი. 

გახარიას სამეგრელოში ვიზიტი მესამე დღეა გრძელდება. გიორგი  გახარიამ სამეგრელოში ვიზიტი ზვიად გამსახურდიას საფლავზე მისვლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები