საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა სასწორზეა - ოპოზიცია პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს

02.04.21 11:15
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა სასწორზეა - ოპოზიცია პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს

ევროკავშირის სანქციების მოლოდინში - ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ბრიუსელიდან საგანგაშო სიგნალი მოდის. 

იქ ერთი ფრაზაა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არის სასწორზე. ეს ძალიან მძიმე გაფრთხილებაა ფინანსური ასიგნებების შეჩერებაზე. მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში მე არ მახსოვს. ეს მე ნანახი მაქვს მოლდოვაში, როცა ფინანსური და ტექნიკური სანქციები დაუწესეს, პლახატნუკის რეჟიმის თავგასულობის ფონზე"- განაცხადა დეკანოიძემ. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ყველა საფრთხე რეალურია. 

ილუზია, რომელიც ივანიშვილს და მის ხელისუფლებას აქვს, რომ დღევანდელ ვითარებას ამ უკანონო მეთოდებით შეინარჩუნებენ და "ფეხებზე გვკიდია" ვის რა რეაქცია ექნება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ეს არის მიზეზი იმისა, რის ფასსაც ჩვენ ყველანი გადავიხდით. სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, ჩვენ ყოველდღე საფრთხეში ვართ ეს გამოიხატება დახმარების ოდენობაზე, ინტენსიობაზე"- თქვა ბოკერიამ. 

"ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხეები არ ესმის. მისი თქმით, ევროკავშირისგან ხელისუფლების მისამართით ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. 

ევროპარლამენტარების, ევროკავშირის მხრიდან უნდა გაიზარდოს ჩართულობა, ძალისხმევა, რომ ქართული ოცნება იძულებული იქნას გადადგას ის ნაბიჯები, რაც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება"- თქვა ჯაფარიძემ.

ევროპარლამენტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.