დეპუტატები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ - "საერთაშორისო გამჭირვალობის" ანგარიში

02.04.21 11:41
დეპუტატები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ - "საერთაშორისო გამჭირვალობის" ანგარიში

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასებას აქვეყნებს

მე-9 მოწვევის პარლამენტის ყევლაზე პასიური დეპუტატების სია ასეთია:

  • რუსლან გაჯიევი
  • ვალერი გელაშვილი
  • პაატა გოგოხია
  • ელგუჯა გოცირიძე
  • მახირ დარზიევი
  • მუხრან ვახტანგაძე
  • ჯუმბერ იზორია
  • ზაზა კედელაშვილი
  • თეიმურაზ კოხრეიძე
  • იოსებ მაკრახიძე
  • სამველ მანუკიან
  • ენზელ მკოიანი
  • რომან მუჩიაშვილი
  • რამაზ ნიკოლაიშვილი
  • დიმიტრი სამხარაძე
  • ერეკლე ტრიპოლსკი
  • გოდერძი ჩანქსელიანი
  • ირაკლი ხახუბია
  • ვიქტორ ჯაფარიძე
  • ლევან ბეჟანიძე

მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:

სიტყვით გამოსვლის ყველაზე მაღალი რაოდენობა - ეკა ბესელია (813)
ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - სერგი კაპანაძე (454)
ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი - ანრი ოხანაშვილი (262)
ყველაზე მეტი მიღებული კანონის ავტორი - ანრი ოხანაშვილი (215)
პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - კობა ნაყოფია (163)
პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - შოთა შალელაშვილი (33)
კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა - გიორგი ბოკერია (157)
კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა  - ნატო ჩხეიძე (40)

"საერთაშორისო გამჭირვალობის" ანგარიშში ასევე გამოქვეყნდა ზოგადი სტატისტიკა მე-9 მოწვევის პარლამენტის შესახებ.

სტატისტიკის მიხედვით,  მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 230 პლენარული სხდომა (მათ შორის - 5 საგანგებო და 47 რიგგარეშე). კვორუმის არარსებობის გამო პლენარული სხდომა არ ჩაშლილა.4 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო 2204 კანონი, აქედან ყველაზე მეტჯერ მთავრობის ინიციატივებს დაუჭირა მხარი


მინისტრის საათი  14-ჯერ შედგა. 2020 წლის განმავლობაში განრიგის თანახმად 11 მინისტრის საათი უნდა ჩატარებულიყო, აქედან 7 შემთხვევაში არ ჩატარებულა.