ეს მხოლოდ 6 ევროპარლამენტარის მიმართვაა - როგორ ესმის "ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი სანქციები

02.04.21 11:58
ეს მხოლოდ 6 ევროპარლამენტარის მიმართვაა - როგორ ესმის "ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი სანქციები

ეს მხოლოდ 6 ევროპარლამენტარის მიმართვაა - როგორ ესმის "ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი სანქციები

მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის ევროპარლამენტარების კრიტიკა არ ესმის. 

მისი თქმით, ევროპარლამენტარების სანქციებით მუქარა გაუგებარია.

"გაუგებარია ამ 6 ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ავროპარლამენტის იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს 6 პარლამენტარი მიმართავს. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. რასაკვირველია, შეიძლება რაღაც სკანდალური შეკითხვები დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება, რომ რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ სანქციები დააწესოს"- აცხადებს ვოლსკი. 

ევროპარლამენტმა, შესაძლოა, საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩეროს.