"ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან" - კუჭავა ევროპარლამენტარების წერილზე

02.04.21 12:32
"ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან" - კუჭავა ევროპარლამენტარების წერილზე

პარლამენტის თავმდჯომარის მოადგილე კახა კუჭავა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები საქართველოსთან მიმართებით მიკერძოებულები არიან და მათ განცხადებაში უზუსტობაა.

მანდ არის ერთი უზუსტობა გაპარული, ქართული ოცნება მზად იყო ხელი მოეწერა. არ იყი ფორმატი, სადაც ერთს უნდა მოეწერა ხელი, ან ყველა აწერდა ან არავინ, რაც ძაან სამწუხაროა, მაგრამ ეგ სიმართლეც გაჩნდება მალე ყველასთვის ცნობილი.და მეორე უზუსტობა დანიელსონის დოკუმენტში არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. როდესაც უთითებენ, რომ დანიელსონის ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ხელი არ მოეწერაო და რიგგარეშე არჩევნებზე ვლაპარაკობთო უკვე ჩანს ჩემთვის მიკერძოებულობა.როგოც ჩანს, ამ კუთხით ან შეცდომა გაეპარათ ან მიკერძოებული არიან", - თქვა კუჭავამ

 შეგახსენებთ, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტში საქართველოსთვის ფინანსური  დახმარების შეჩერებას განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები