ის ხალხი, ვინც თბილისში შაბაში მოაწყო, ყურადღების ღირსი არ არის - ვლადიმერ პოზნერი

01.04.21 12:45
ის ხალხი, ვინც თბილისში შაბაში მოაწყო, ყურადღების ღირსი არ არის - ვლადიმერ პოზნერი

რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი, რომლის ჩამოსვლასაც თბილისში მძაფრი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა - მომხდარის შესახებ პირველ კომენტარს  Познер Online- ზე აკეთებს.

კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ამბობს, რომ არ ღირს ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილება.

კომენტარზე ყველა ჟურნალისტს უარი ვუთხარი, რადგან არ ღირს მნიშვნელობის მინიჭება. ის ხალხი, ვინც ეს შაბაში მომიწყო, ყურადღების ღირსი არ არის, დიდი პატივია მათთვის, ამიტომ ვდუმვარ და ასე განვაგრძობ  - აღნიშნა პოზნერმა.

რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი, დაბადების 87- წლისთავის აღსანიშნავად 41 კაციან დელეგაციასთან ერთად თბილისს 31 მარტს ეწვია. მის დელეგაციაში რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და ხელოვნების მუშაკები შედიოდნენ. მოსახლეობამ გააპროტესტა მისი ვიზიტი და რუსეთის დელეგაცია იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა თბილისი. 

პოზნერი მიიჩნევა რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად. იგი ავტორია სიტყვებისა, ,,აფხაზეთი არასოდეს იქნება საქართველოს ნაწილი".

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები