შესაძლოა, ოპოზიციამ აქციები შეწყვიტოს

01.03.21 12:58
 შესაძლოა,  ოპოზიციამ აქციები შეწყვიტოს

საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის  ვიზიტმა და ხელისუფლებასთან შეხვედრებმა შესაძლოა, ოპოზიციის სამომავლო გეგმებში ცვლილებები შეიტანოს. ,,ევროპული საქართველოს"  ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი: თუ ხელისუფლება მიიღებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მძაფრ კრიტიკას და გარკვეული გადაწყვეტილებებს ახლავე  გამოაცხადებს, ბუნებრივია, ჩვენს ქმედებებში გარკვეული კორექტივები შევა და აქციები შეწყდება, მაგრამ ამის დიდი იმედი არ არის!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტად ის შეხვდრებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავს.