მოსალოდნელია უფრო მძიმე ნაბიჯები - არასამთავრობოები ევროკავშირის შესაძლო სანქციებზე

02.04.21 13:19
მოსალოდნელია უფრო მძიმე ნაბიჯები  - არასამთავრობოები ევროკავშირის შესაძლო სანქციებზე

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცები იმ მოსალოდნელ სააფრთხერბზე საუბრობენ, რაც ქვეყანას შესაძლო სანქციების შემდეგ ემუქრება. არასამთავრობოები ამბობენ,  რომ ახლა ყველაფერი სასწორზე დევს და  იმედგაცრუებაზე პასუხიმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირისგან ყვითელი ბარათი უკვე მიიღო, ახლა კი უფრო მძიმე ნაბიჯებია მოსალოდნელი.

ეს არის ძალიან რეალური საფრთხე, ჩვენ რომ შეხვედოთ ვინ აწერს ამ განცხადებას ხელს ჩვენ ვნახავთ, რომ აქ არიან სხვადასხვა პოზიციების მქონე ევროპარლამენტარები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში მკაცრი პოზიციებითაც იყვნენ ოცნების მიმართ. ოცნება უნდა დაფიქრდეს საით მიყავს ქვეყანა, მათი პასუხისმგებლობაა როგორ გამოვალთ ამ კრიზისიდან ვზიიარებ დასავლელი პარტნიორების პოზიციას, რომ  რაც ხდება დღეს საქართველოში შედის რუსეთის ინტერესებში - ამბობს ეკა გიგაური. 

 

ევროკავშირი უარს იტყვის ჩვენთან პარტნიორობაზე, პირველი ნაბიჯი იქნება ეს განცხადება, ეს არის გზავნილი, რომ თუ ესე გააგრძელებენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები,  ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როდესაც გადადგამს ნაბიჯს საქართველოზე უარის თქმისთვის, შეიძლება უფრო მძიმე ნაბიჯებიც მოჰყვეს - ამბობს საისა თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. 

შეგახსენებთ, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტში საქართველოსთვის ფინანსური  დახმარების შეჩერებას განიხილავენ.