კვირიკაშვილი ღარიბაშვილისა და კობახიძის დონეზე დაეცა - ოპოზიციაში ექსპრემიერს გზავნილები დაუწუნეს

02.04.21 13:27
კვირიკაშვილი ღარიბაშვილისა და კობახიძის დონეზე დაეცა - ოპოზიციაში ექსპრემიერს გზავნილები  დაუწუნეს

"გიორგი კვირიკაშვილი ,,ქართული ოცნების" ნარატივს იმეორებს" - ექსპრემიერს გზავნილები ოპოზიციაში დაუწუნეს.

ხელისუფლების ოპონენტები კვირიკაშვილს წარსულს ახსენებენ და ეუბნებიან, რომ კვერცხებით ბრძოლა "ქართული ოცნების" დანერგილი პრაქტიკაა. 

რაც შეეხება მიხალოკოვის ეპიზოდს - "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, ამბობს, რომ ეს თემა არარელევანტურია. 

მიხალკოვის შვილი და პოზნერი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იმპერიის მსახური იყო და დღეს პუტინის ისტებლიშმენტის მთავარი პროპაგანდისტია, ცა და დედამიწაა. ამ ორი ადამიანის შედარება წარმოუდგენელია. 

ძალიან ვწუხვარ, რომ კვირიკაშვილი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც ეკონომიკაზე გველაპარაკება, საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილისა და კობახიძის დონეზე დაეცა. არც მე მომწონს, რომ თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილი კვერცხებითაა აზელილი, მაგრამ კვირიკაშვილს აქვს იმის უფლება, ამაზე ილაპარაკოს? პირველად კვერცხი ვინ ისროლა? - მისი პრემიერობის დროს მთელი "ქართული ოცნება" ოპოზიციას დასდევდა და წიწილებიან კვერცხებს ესროდა, რატომ არ ამოიღო ხმა?!"- თქვა უგულავამ. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლის საკითხზე უნდა გასცეს პასუხი. 

ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილიმა " ქართული ოცნების" და ოპოზიციის წინააღმდეგ განცხადებები "ტვ.პირველთან" გააკეთა.  მისი თქმით, რუსი პროპაგანდისტის, პოზნერის, ჩამოსვლა მისთვისაც მიუღებელი იყო, თუმცა ის ოპოზიციას  და სამოქალაქო აქტვისტებს პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. 

მსგავსი სიახლეები