ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული - კარლ ჰარცელი

02.04.21 15:23
ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული - კარლ ჰარცელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილს მედიასთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ გზავნილები ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს და სერიოზულად უნდა მიუდგეს. 

"მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული,"-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და ჩაშლილი მოლაპარალებების შემდეგ, ბრიუსელში საქართველოსთვის ფინანსური სანქციების საკითხზე ალაპარაკდნენ. 

მსგავსი სიახლეები