"ვაქცინა ჩამოვა, თუმცა დაველოდებით ავტორიზაციას" - ჩინური "სინოფარმი" საქართველოში ხვალ ჩამოდის

02.04.21 15:41
"ვაქცინა ჩამოვა, თუმცა დაველოდებით ავტორიზაციას" - ჩინური "სინოფარმი" საქართველოში ხვალ  ჩამოდის

3 მილიონი ვაქცინაში, რომელიც აღიარებული არ არის -  ხვალ საქართველოში სინოფარმის ასი ათასი დოზა უნდა შემოიტანონ. ქვეყანაში არაღიარებულ ჩინურ ვაქცინას ელოდებიან და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნდობა არ აქვს ბრიტანულ ,,ასტრაზენეკას", ,,ფაიზერის" ვაქცინა კი პრაქტიკულად ამოწურულია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, სანამ სინოფარმი ავტორიზაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღებს, იქამდე დასაწყობდება. 

ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა არის რთული, ამიტომ ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში, მნიშვნელოვანია. იმ დაშვებით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს სინოფარმი, სწორედ ამიტომ შევიძინეთ. ვაქცინაციის დასაწყებად ჩვენ მზად ვიქნებით მომდევნო კვირიდან, თუმცა დაველოდებით ჯანმოს ავტორიზაციას," - ამბობს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, აცრილია 8 ათას 809 პირი,  ამათგან 6 893 AstraZeneca-თი, ხოლო  2016 ადამიანი კი Pfizer-ის ვაქცინით.