,,ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

02.04.21 16:30
,,ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

,,ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების დაკავება გია ვოლსკისთან დაკავშირებულ ინციდენტს უკავშირდება.  მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ოფისში შესვლას სათადარიგო შესასვლელიდან აპირებდა, რა დროსაც მან აქტივისტებს უხამსი ჟესტი აჩვენა, ამან კი ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ სამოქალაქო მოძრაობის 11 აქტივისტი დააკავა, მათ შორის 2 გოგო.  როგორც შსს აცხადებს, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბწოს სხდომა მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ერეკლე მეორის მოედანზე, სადაც აღნიშნული ოფისი მდებარეობს, საპროტესტო აქცია გამართეს.