გაუშვან ელისაშვილი სახინკლეში და ,,ოცნებამ" სხდომა პარლამენტში ჩაატაროს - გია ხუხაშვილი

02.04.21 17:04
გაუშვან ელისაშვილი სახინკლეში და ,,ოცნებამ" სხდომა პარლამენტში ჩაატაროს - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იუმორით უყურებს ,, ქართული ოცნების" საქციელს, ჩაატაროს პოლიტსაბჭოს სხდომა პარლამენტს გარეთ.

კომიკურია, რომ უმრავლესობა სხდომებს ჯიუტად ოფისში მართავს და იწყება ერთი გამიშვი-გამატარე...
თხოვონ ელისაშვილს, ორი საათით სახინკლეში წავიდეს და ჩაატარონ პარლამენტის შენობაში. 
ვინ უშლის ხელს?- წერს გია ხუხაშვილი 

 

 

 

ერეკლე მეორეს მოედანზე, ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შენობის გარეთ სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი და  საპროტესტო აქციას მართავენ. ცოტა ხნის წინ აქ გია ვოლსკი გამოჩნდა და ახალგაზრდებმა მას მიმართეს შეძახილებით ,,მონა", გია ვოლსკიმ აქტივისტებს უხამსი ჟესტით მიმართა. . პოლიციამ აქციის 11 მონაწილე დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები