არაადეკვატურია, ყოფილი თანამდებობის პირი პროტესტის ფორმებს აკრიტიკებდეს - ანა ნაცვლიშვილი კვირიკაშვილზე

02.04.21 17:13
არაადეკვატურია, ყოფილი თანამდებობის პირი პროტესტის ფორმებს აკრიტიკებდეს - ანა ნაცვლიშვილი კვირიკაშვილზე

ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებას პარტია "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება. ანა ნაცვლიშვილისთვის მიუღებელია ყოფილი პრემიერის მხრიდან აქტივისტების პროტესტის ფორმის შეფასება. 

უმაღლესი ყოფილი სახელმწიფო თანამდებობის მხრიდან უფრო ადეკვატურია, აქტივისტების პროტესტის ფორმებს კი არ აკრიტიკებდეს, ან აფასებდეს თუნდაც, არამედ სახელმწიფოს სისუსტე რატომ გვაქვს, რომ ისეთივე ვითარება არ მივიღოთ, როცა ქვეყანა თავის ღირსებას ვერ იცავს, ამაზე ვისურვებდი, რომ მიეპყრო ყურადღება. საერთოდ არ მაინტერესებს და არ მიმაჩნია სწორად ამ მნიშვნელობის საკითხის განხილვა პარტიულ ჭრილში და ნაც-ქოცურ ჩარჩოში ჩასმა, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ყოფილმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფორმა გააკრიტიკა.