ევროპარლამენტარების განცხადება ძლიერი სიგნალია პარტიებისთვის, განსაკუთრებით, ოცნებისთვის - კუბილიუსი

02.04.21 18:46
ევროპარლამენტარების განცხადება ძლიერი სიგნალია პარტიებისთვის, განსაკუთრებით, ოცნებისთვის - კუბილიუსი


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს  ძლიერი სიგნალია ევროპარლამენტარისგან ყველა პოლიტიკური პარტიისადმი:

საქართველოს მომავალი მანაღვლებს, რადგან პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. განცხადება ძლიერი სიგნალია ევროპარლამენტარისგან ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, განსაკუთრებით კი ქართულ ოცნებისთვის, იმისთვის, რათა გამოვიდნენ ჩიხიდან ან ევროკავშირისგან "ნაკლებისთვის ნაკლები" მიიღონ, რაც მტკივნეულია. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთი პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ"- წერს ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე.

ევროპარლამენტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განიხილავს. 

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებისამებრ ვეღარ გაგრძელდება.