როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ, ძნელი მოსათმენია - მდინარაძე ვოლსკის უცენზურო ჟესტზე

02.04.21 20:06
როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ, ძნელი მოსათმენია - მდინარაძე ვოლსკის უცენზურო ჟესტზე

"როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ, ძნელი მოსათმენია",  - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის ვიცესპიკერის და მმართველი გუნდის წევრის გია ვოლსკის უცენზურო ჟესტს.

ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება. ვოლსკისთანაც გექნებათ საშუალება რომ მისი კომენტარი ჩაწეროთ. არამგონია - "რა კარგი რამ გავაკეთეო" თავად გიამ თქვას, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. არ ვცდილობ რამის გამართლებას ან გამტყუნებას. როცა მამის ტოლა კაცს აგინებ და მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა, მართლა ძნელი მოსათმენია", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

"ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ. ვითარება აქციაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ოცნების" ოფისში შესვლამდე გია ვოლსკი მანქანიდან გადმოვიდა და აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. აქტივისტები დეუტატს შეძახილებით შეხვდნენ. ვოლსკის  მონა უწოდეს. სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავება. პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავა.