ხმაური პარლამენტთან - პოლიცია აქტივისტებს სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს

03.04.21 11:10
ხმაური პარლამენტთან - პოლიცია აქტივისტებს სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს

ხმაური პარლამენტთან -  პოლიცია აქტივისტებს პარლამენტის წინ სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს. აქციის ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ სცენის გაშლის  უფლება არცერთ მხარეს არ მისცა. 

მოვიდა გოგა მემანიშვილი და გვითხრა იქით სცენას იქით ვერ დაგადგმევინებთო გადმოვედით აქეთ მერ ემოვიდა აქეთაც ვერ დაგადგმევინებთო, მიდიან ყველაფერზე რომ მაქსიმალურად გამოგვიწვიონ პროვოკაციაში და მერე დაგვაკავონ,პროტესტს ვაპირებდით საღამოს 7 საათზე, თუმცა მანამდე შევიკრიბებით, - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

 შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ დღეს 18:00 საათზე საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი. თუმცა ორგანიზატორებმა საზოგადოებას მოუწოდეს, ბევრად ადრე შეიკრიბონ და ერთად გააპროტესტონ ქვეყანაში არსებული შეზღუდვები. 

მსგავსი სიახლეები