თუ საკმარისი არაა, ნება მომეცით მე-8 ხმა მივამატო - გრეგოროვა ევროპარლამენტარების განცხადებაზე

03.04.21 11:24
თუ საკმარისი არაა, ნება მომეცით მე-8 ხმა მივამატო -  გრეგოროვა ევროპარლამენტარების განცხადებაზე

თუ საკმარისი არაა, ნება მომეცით მე-8 ხმა მივამატო - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ოცნების ლიდერების კრიტიკას მოსალოდნელ სანქციებთან დაკaვშირებით, რომ დოკუმენტს ხელს მხოლოდ 7 ევროპარლამენტარი აწერს.

განცხადებას ძირითადად ევროპარლამენტარმა თავმჯდომარეებმა მოაწერეს ხელი, თუ ეს საკმაირის არაა, ნება მომეცით მივამატო თავმჯდომარის მოადგილის მერვე ხმა. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას, თუნდაც ისეთი კარგის, რომელიც დანიელსონმა გამოაქვეყნა, შეიძლება, მართლაც მოჰყვეს შედეგები. ევროკავშირი პარტნიორია და არა ინსტრუმენტი", — წერს გრეგოროვა Twitter-ზე.

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, 1-ლ აპრილს ევროპარლამენტარებმა განცხადება გამოქვეყნეს, სადაც საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე  პასუხისმგებლობას როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებსაც აკისრებენ.