გამოხატვის თავისუფლებას არავის დავუთმობთ,სცენას მაინც დავდგამთ - მაქარაშვილი

03.04.21 13:15
გამოხატვის თავისუფლებას არავის დავუთმობთ,სცენას მაინც დავდგამთ - მაქარაშვილი

პარლამენტთან, აქციის ორგანიზატორები სცენას აწყობენ. პოლიციის მხრიდან რამდენიმე საათიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ სცენა მაინც დაიდგმება და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

სამსაათიანი დაგვიანების შემდეგ ვიწყებთ აპარატურის აწყობას, ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. ზუსტად იმ ადგილებში სადაც შეთანხმებული ვიყავით ვიკრიბებით 5 საათზე. მსვლელობები შეხვდებიან ფილარმონიასთან და ყველა ერთად მოვალთ პარლამენტის წინ. გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას არავის დავუთმობთ,კომენდანტის საათიც გაუქმდება და ყველა ის ჯარიმა გაუქმდება, რომელიც არაკონსტიტუციურია. სცენას გადავწყვეტთ სად დავდგათ, ყველაფერი არის გეგმის მიხედვით.  როგორც ჩანს სცენის დადგმა იყო მთავარი პრობლემა,თუმცა ვუთხარით რომ კონცერტი მაინც ჩატარდებოდა და ზუსტად იციან რომ ამას გავაკეთებთ და შეეცადნენ ხელი შეეშალათ ჩვენთვის,  -ამბობს მაქარაშვილი. 

აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ. საღამოს კი დაგეგმილია აქცია-კონცერტის გამართვა.

 

მსგავსი სიახლეები