პოზნერს ელარჯი ამოუზილეს, აქტივისტებს სცენას არ ადგმევინებენ - ხოშტარია

03.04.21 12:37
პოზნერს ელარჯი ამოუზილეს, აქტივისტებს სცენას არ ადგმევინებენ - ხოშტარია

მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იმ ფაქტს ეხმაურება, რომ პოლიცია აქტივისტებს პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს.

სპეცრეისით ჩამოსულ პოზნერს ელარჯი ამოუზილეს კომენდანტის დროს და ახლა უკანონოდ სცენას არ ადგმევინებენ რუსთაველზე. უნდა გაეცეთ პასუხი, დღეს დაუმორჩილებლობის აქცია! 5-ზე უნივერსიტეტთან ვიკრიბებით და წავალთ მსვლელობით რუსთაველზე", - წერს ელენე ხოშტარია Facebook-ზე. 

 პარლამენტის წინ პოლიცია აქციის ორგანიზატორებს  სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს. აქცია დღეს საღამოს გაიმართება.კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით აქტივისტები და პოლიტიკური გაერთიანებები დღეს, 17:00 საათიდან აქცია-მსვლელობებს აწყობენ და პარლამენტთან შეიკრიბებიან.

მსგავსი სიახლეები