არ გამოვრიცხავ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი იყოს, - ირაკლი ზარქუა კრის სოჩაზე

01.03.21 13:40
არ გამოვრიცხავ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი იყოს, - ირაკლი ზარქუა კრის სოჩაზე

მმართველი პარტიის წევრები სენატის გავლენიან ფიგურას, კრის სოჩას იმ განცხადების გამო აკრიტიკებენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხება. „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ სოჩა ან ინფორმაციულ ვაკუუმშია, ან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტია.

ზარქუას თქმით, კრის სოჩას ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან საქართველო თავისი კანონმდებლობით არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირსა და ევროსტანდარტებთან, როგორც დღეს.

ბატონი სოჩა, ფაქტია, რომ ან საინფორმაციო ვაკუუმშია, ან ანგაჟირებულია, ან არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ლობისტური კომპანიის კამპანიის ნაწილი იყოს და იმ კომპანიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დადო. ვიცით, რომ ეს არის ღია, გამჭვირვალე და რომელშიც ძალიან დიდი თანხა გადაიხადა.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სანქციების შესახებ 2013 წლიდან გვახსოვს; ხან სახელმწიფოს უწესებენ, ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან მის ოჯახს, ხან პრემიერ-მინისტრს, ხან ცალკეულ მინისტრებს, თმცა ეს აქამდე არ განხორციელებულა და ბუნებრივია, ვერ განხორციელდებოდა, იმიტომ, რომ საქართველო როგორც არასდროს ისე თავისი კანონმდებლობით, მისი აღსრულებით ახლოს ევროკავშირთან და ევროსტანდარტებთან, - განაცხადა ზარქუამ.