როცა ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, თავის უუნარობას აღიარებს - ბურჯანაძე

03.04.21 15:09
როცა ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, თავის უუნარობას აღიარებს - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე არ იღებს, რაც მის სისუსტეზე მიანიშნებს. 

"ოცნებამ" ვერ გაანცობიერა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს მარტო ფულის შოვნას და პრივილეგიებს, ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს პასუხისმგებლობას და ეს დასავლელმა პარტნიორებმაც არაერთხელ შეახსენეს.როცა ხელისუფლება ყველაფერზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას ამით ის თავის უუნარობას აღიარებს რომ მართოს პროცესები", -ამბობს ბურჯანაძე.

 ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრას მართავენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები  ამბობენ, რომ გაფართოებული შეხვედრის ფორმატში 15 მაისის აქციის მოსამზადებელი სამუსაოები და სამოქმედო სტრატეგია გაიწერება.