ივანიშვილი არის პუტინის პროექტი და ამას ხედავენ დასავლელი პარტნიორები - ბოკუჩავა

03.04.21 15:41
ივანიშვილი არის პუტინის პროექტი და ამას ხედავენ დასავლელი პარტნიორები - ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ივანიშვილის საგარეო კურსი დიდი ხანია გარკვეულია და ის საქართველოში პუტინის პროექტია. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა "ტვ პირველის" დღის ეთერში ისაუბრა. ბოკუჩავას აზრით, დასავლეთის მიერ დაწესებული  სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული და ამით ქვეყანა არ უნდა დაზარალდეს. 

სანქციების განოყენება უნდა მოხდეს პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ და არა საქართველოს წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად რომ ტარგეტირება მოხდეს სწორად, თქვენ გახსოვთ კრის სოჩას განცხადება, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსია. მათ თქვეს რომ დიახ, აშშ განიხილავს ამგვარი სანქციების საკითხს, სანქციები მიმართული უნდა იყოს ივანიშვილის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი რეალურად არის პუტინის პროექტი საქართველოში, უბრალოდ ახლა ნიღაბი ეხსნება მის პრორუსულობას და ამას ღიად ხედავენ ცვენი დასავლელი პარტნიორები", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

 ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, 1-ლ აპრილს ევროპარლამენტარებმა განცხადება გამოქვეყნეს, სადაც საქართველოსთვის ფინანსური  დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე  პასუხისმგებლობას როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებსაც აკისრებენ.