არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება- ნიკა მელია

03.04.21 20:14
 არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება- ნიკა მელია

არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება - ამის  შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შაბათის ეთერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა. სატელეფონო ინტერვიუ პატიმარ ნიკა მელიასთან ტვ პირველის ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ჩაწერა.

არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება. ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის, ეს არის შედეგზე გათვლილი ბრძოლა, ამიტომ მე აზრს ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე სადაც არ იქნება მთავარი, ახალი არჩევნები, რომელიც კრიზისს დაძლევს,- ამბობს ნიკა მელია ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

სატელეფონო ინტერვიუ პატიმარ ნიკა მელიასთან ტვ პირველის ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ჩაწერა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სახანძრო კიბის საშუალებით შევიდა.