შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად - ნიკა მელია

03.04.21 20:16
შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პატიმარი ნიკა მელია ამბობს, რომ მის მიმართ გირაოს მოთხოვნის თაობაზე ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს.ამის შესახებ მან ტვ პირველის შაბათის ეთერთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს თქვა.

ფართოდ მეღიმება, როცა ვიღაცა ამბობს გირაო გადაიხადოსო, გირაოს გადახდის ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს, პატიმრობა მაქვს შეფარდებული. ამას რომ თავი დავანებოთ გამოსასყიდს მთხოვენ თავისუფლებისთვის. გამოსასყიდის გადახდა კი არა უკანონო პატიმრობაში ვარ და შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი პროტესტის ნიშნად, - ამბობს ნიკა მელია.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე რას იზამს, თუ ვინმემ გირაო გადაუხადა და სანაცვლოდ გათავისუფლებას შესთავაზებენ, მელია პასუხობს, რომ გირაოს გადამხდელი პირი მისი კეთილმოსურნე ვერ იქნება.

გამორიცხულია, ეს ვიღაცა ვერ იქნება კეთილმოსურნე, როგორც დამიჭირეს კეთილი ინებონ და ისე გააღონ კარები, - ამბობს მელია ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

სატელეფონო ინტერვიუ პატიმარ ნიკა მელიასთან ტვ პირველის ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ჩაწერა.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სახანძრო კიბის საშუალებით შევიდა და ოპოზიციონერი ლიდერი საკუთარი კაბინეტიდან აიყვანა. პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

 

მსგავსი სიახლეები