უნდა დავინახო რურუა უკვე გამოსული ციხიდან და ამის შემდეგ დაიწყოს ჩემზე საუბარი- ნიკა მელია

03.04.21 20:48
უნდა დავინახო რურუა უკვე გამოსული ციხიდან და ამის შემდეგ დაიწყოს ჩემზე საუბარი- ნიკა მელია

"უნდა დავინახო რურუა უკვე გამოსული ციხიდან და ამის შემდეგ დაიწყოს ჩემზე საუბარი",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. მელიას თქმით, მიუღებელია მისი გათავისუფლებით ვაჭრობა "ქართული ოცნების" მხრიდან, ამიტომ მოითხოვს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი ბოლო პუნქტად განიხილონ. 

გამორიცხულია, მე უნდა დავინახო გიორგი რურუა უკვე გამოსული ციხიდან და ამის შემდეგ დაიწყოს ჩემზე საუბარი, მე ხელისშემშლელი ფაქტორი არ ვიქნები, მაგრამ ჩემით ნურავინ ნუ ივაჭრებს, ვგულისხმობ "ოცნებას", დიდი მადლობა ყველა ოპოზიციონერ კოლეგას,მაგრამ საბოლოო სიტყვა რადგან მე მეხება, შეუძლებელია 20 ივნისის ისტორია გავაყალბებინო იმიტომ რომ გამოვიდე ქუჩაში," - ამბობს მელია.

 შაბათის ეთერის სატელეფონო ინტერვიუში მელიამ თქვა, რომ ის არ აპირებს თავისუფლების გამო მთავარი მიზანი გაცვალოს.

ჩემი ნაწილი შემოინახონ ბოლოსკენ, ჯერ არჩევნები, სასამართლო,ძალაუფლების გაყოფა, ჩემი საკითხი იყოს ბოლოს, ჩემი ბრძოლა ბრძოლისთვის არ არის, ჩემს მთავარ მიზანში ჩემ თავისუფლებას არ გავცვლი. უნდათ რომ ვაღიარო ის რაც მე არ ჩამიდენია, 2 წელია საქმეზე მედავებიან და პროცესი არ ჩაუნიშნიათ, პროცესს რატომ არ ნიშნავენ ამდენ ხანს," - ამბობს მელია.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სახანძრო კიბის საშუალებით შევიდა და ოპოზიციონერი ლიდერი საკუთარი კაბინეტიდან აიყვანა. პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ნიკა მელიას   2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.