თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია- მელია გახარიაზე

03.04.21 21:01
თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია- მელია გახარიაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ტვ პირველთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი გახარიას გადადგომასა და დაანონსებულ პოლიტიკურ აქტოვობას გამოეხმაურა. მელიას თქმით, გახარიას პოლიტიკაში დასარჩენად მოუწევს საზოგადოებას უპასუხოს, ვინ გასცა 2019 წლის  20 ივნისს აქციის დარბევის ბრძანება და ბიძინა ივანიშვილი  ოლიგარქიულ მმართველობაში ამხილოს.

ბატონი გახარიამ უნდა თქვას, ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ოლიგარქის პირადი მცველია, ვის ექვემდებარება? სუს-ის ხელმძღვანელი ვის ექვემდებარება? ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად, რა წესწყობილება გვაქვს - ოლიგარქიული თუ დემოკრატიული. ან გვაქვს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ამ ქვეყანაში, ან ავტოკრატიული. ან გვაქვს დემოკრატია, ან გვაქვს ოლიგარქია, ორივე ერთად ვერ მუშაობს,ეხლა თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და ამხელს ივანიშვილს ეს სხვა სცენარია, ეჭვი მეპარება, მაგრამ დაველოდოთ. მთავარია პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს პოლიტიკოსი. ვინ დათხარა 20 ივნისს, ვინ გასცა ბრძანება. ამ ყველაფერზე პასუხს რომ მოვისმენ მერე გავაკეთებ კომენტარს - თქვა ნიკა მელიამ "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები