შტურმი "სირცხვილიას" ბათუმის ოფისზე - პოლიციამ აქტივისტები დააკავა

04.04.21 11:16
შტურმი "სირცხვილიას" ბათუმის  ოფისზე - პოლიციამ აქტივისტები დააკავა

 ბათუმში, მათ ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.პოლიცია აგრესიულობით გამოირჩეოდა და ადგილზე მყოფ პირებს ფიზიკურად გაუსწორდა. დაკავებულთა შორის არიან გენრი დოლიძე და  ირაკლი კოკაია. კოკაია ტვ პირველთან ამბობს, მას პოლიციელებმა უმოწყალოდ სცემეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

გამათრია პოლიციამ და ბოძს ჩავებღაუჭე, ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და ფეხს მირტყამდა. საბოლოოდ მირტყეს ძალიან ბევრი -ამბობს კოკაია.

სამოქალაქო აქტივისტები დღეს ბათუმში ჩავლენ და პოლიციის მხრიდან მოძრაობის წევრებზე ძალადობას გააპროტესტებენ.